მაცივარ საწყობი
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა სახის სამაცივრე–სასაწყობო მომსახურეობას, თქვენი ტვირთის ტემპერატურული მოთხოვნების შესაბამისად, 11 200 ტონა საერთო მოცულობის და 5 000 კვ.მ. საერთო ტევადობის მაცივარ საწყობში.
მაცივარ საწყობი დაყოფილია 11 კამერად, რომელიც აღჭურვილია ინდივიდუალური ციფრული თერმომეტრით. ტემპერატურის კონტროლის დიაპაზონი შეადგენს -25 º C ~ + 18 º C,
შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ:
- რამოდენიმე ტიპის ტემპერატურული მომსახურება: ტვირთის გაყინვა და გაცივება.
- გადმოტვირთვა/ჩატვირთვას ავტომობილიდან, კონტეინერიდან, სარკინიგზო ვაგონიდან.
- ტვირთის საბაჟო რეჟიმში შენახვას;
- პალეტიზირება;
- ერთეულოვანი გადატვირთვა -
თქვენიპროდუქტისუსაფრთხოების, ხარისხის და სანიტარული კონტროლი.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს მაღალი დონის მომსახურეობას, რაც გულისხმობს სწორი სერვის პროდუქტების მოძიებას, თქვენი ლოგისტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის პროდუქტების შენახვას:
- ფრინველის ხორცი;
- საქონლის ხორცი;
- ღორის ხორცი;
- ცხვრის ხორცი;
- თევზი, ზღვის პროდუქტები და მათი სუბ პროდუქტები;
- ხილი.
თქვენ პროდუქტთან ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე.